საუდის არაბეთის ნავთობკომპანია SAUDI ARAMCO ნავთობის ბაზარზე პოზიციებს კარგავს

საუდის არაბეთის სახელმწიფო სანავთობო კომპანია Saudi Aramco, დასავლეთ ევროპის ბაზარზე პოზიციებს კარგავს. კონკურენციის გაძლიერების გამო, კომპანიის ნავთობის ფასები ეცემა. ბოლო ნახევარი წლის მანძილზე, საუდის არაბეთის ნავთობის მთლიანი წილის ექსპორტი ევროპაში 13-დან 10 პროცენტამდე შემცირდა, – ღნიშნულის შესახებ rbc წერს.

საუდის არაბეთი, ხმელთაშუა ზღვის ტერიტორიის სანავთობო ბაზარზე თავის პოზიციებს თმობს, რადგან აღნიშნულ ბაზარზე კონკურენტების სახით ირანი და დასავლეთ აფრიკის ნავთობკომპანიები გამოვიდა.

აღნიშნულ ქვეყნებთან კონკურენციის შედეგად მიღებული ზარალის კომპენსაციას, საუდის არაბეთი, ახალ ბაზრებზე გასვლით ცდილობს. ეს ახალი ბაზრები კი, აქამდე, საჭირო ნავთობის დიდ ნაწილს რუსეთისგან იღებდა, – წერს Financial Times-ი.

ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად, საუდის არაბეთის ნავთობი, კომპანია Preem-მა შეიძინა, რომელიც შვედეთის უმსხვილესი და სკანდინავიის ნავთობგადამამუშავებელი ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა.

5 ნოემბერს საუდის არაბეთის სახელმწიფო სანავთობო კომპანია Saudi Aramco-მ ფასების კლების შესახებ გააკეთა განცხადება. აღნიშნული ფასების კლება ეხებოდა ევროპაში ექსპორტირებულ ნავთობს, რომლის ფასი 1,3 აშშ დოლარით დაეცა ბარელზე. დეკემბერში საუდის არაბეთის ნავთობის ფასი ბარელზე 4,75 აშშ დოლარი ეღირება, რაც რუსულ კომპანია Urals-ის ნავთობის ფასზე იაფია.

Comments
Loading...