საზეიმო მიღება საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი დღენიადაგ ზრუნავს თავის თანამემამულეებზე და საზღვარგარეთ
მცხოვრები ბავშვებისთვის საზეიმო მიღება გამართა.
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მოწვეულ სტუმრებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა და აღნიშნა: ის, რომ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ჩვენი დიასპორის შთამომავლები სამშობლოში ხვდებიან ახალ წელს ცხადყოფს, რომ ჩვენ ვართ ერთი დიდი ოჯახი.
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს და დიასპორის წარმომადგენლებს დამდეგი 2016 წ მიულოცეს საბერძნეთიდან სამშობლოში დაბრუნებულმა ქალბატონომა ანა ყურშავიშვილმა და კახის რაიონიდან ჩამოსულმა შორენა თამაზაშვილმა.
დიასპორის ბავშვების საახალწლო განწყობაზე მულტფილმებისა და ზღაპრების კოსტუმირებული გმირები ზრუნავდნენ. ილუზიონისტმა და ჯამბაზმა პატარებთან ერთად მშობლებიც გაახალისეს. სანტა კლაუსმა კი სამახსოვრო საჩუქრები გადასცა ზეიმის მონაწილეებს