სენაკში დაკარგული 8 წლის ბავშვის მშობლები შვილის მკვლელობაში ერთ-ერთ ადგილობრივს ადანაშაულებენ და მის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ

სენაკში დაკარგული 8 წლის მოზარდის მშობლები შვილის მკვლელობაში ერთ-ერთ ადგილობრივ მცხოვრებს ადანაშაულებენ. მათი ინფორმაციით, 8 წლის ბიჭი ჯერ მოკლეს, შემდეგ კი მდინარე ტეხურში გადააგდეს.

ოჯახი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვს. ამ წუთებში ოჯახის წევრები და ნათესავები მდინარე ტეხურის ხიდზე იმყოფებიან, სამაშველო ბრიგადები კი სამძებრო სამუშაოებს ახორციელებენ.

შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე “სისხლის სამართლის საქმე” აღძრულია 129-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისათვის აუცილებელი და აშკარად გადაუდებელი დახმარების გაუწევლობას, თუ დამნაშავეს შეეძლო მისი დახმარება თავისთვის ან სხვისთვის სერიოზული საფრთხის შექმნის გარეშე, აგრეთვე დახმარების საჭიროების შეუტყობინებლობას სათანადო დაწესებულებისათვის ან პირისათვის.

სენაკში 8 წლის ბიჭი 23 თებერვალს გაუჩინარდა. დაკარგულის მამის ინფორმაციით, ბავშვი ეზოში გავიდა სათამაშოდ, თუმცა მას შემდეგ არავის უნახავს.

ipn.ge

Comments
Loading...