სენსაციური ღმოჩენა-მობილური მე-13 საუკუნიდან
არქეოლოგებმა ავსტრიაში მე-13 საუკუნის „მობილური ტელეფონი“ აღმოაჩინეს.
ამის შესახებ უცხოური პრესა წერს და შესაბამის ფოტომასალასაც ავრცელებს. მათი ცნობით, ზალცბურგში არქეოლოგებმა გათხრების დროს თიხის ფილა აღმოაჩინეს, რომელიც დღევანდელ მობილურ ტელეფონებს გავს.
ამ დრომდე, არქეოლოგები ვერ ხსნიან აღმოჩენილი ნივთის წარმოშობის ისტორიას, თუმცა ინტერნეტმომხმარებლების ვარაუდით, აღმოჩენა არამიწიერი არსებების შესახებ ჰიპოთეზას ამყარებს. ისინი ვარაუდობენ, რომ ნივთი უცხოპლანეტელებისა და ადამიანების კონტაქტს ამტკიცებს.
როგორც აღმოჩენის შესახებ ინტერნეტმომხმარებლები აღნიშნავენ, სწორედ უცხოპლანეტელებმა აჩვენეს მობილური ტელეფონის მსგავსი მოწყობილობა ადამიანებს, მათ კი ნანახის ასლი თიხისგან დაამზადეს.