სერბეთის პრემიერმა თავდაცვის მინისტრს სექსისტური განცხადების გამო პოსტი დაატოვებინა

სერბეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდერ ვუჩიჩმა ქვეყნის თავდაცვის მინისტრს ქალი ჟურნალისტის მიერ გამოთქმული სექსისტური განცხადების გამო თანამდებობა დაატოვებინა. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, ვუჩიჩმა 7 დეკემბერს განაცხადა, რომ ბრატისლავ გასიჩი პოსტზე ვერ დარჩებოდა, რადგან მისივე თქმით, ჟურნალისტის შეურაცხყოფის გამო „ბოდიშის მოხდა საკმარისი არ არის“. მთავრობის მეთაურმა ასევე განმარტა, რომ ის ქალთა წინააღმდეგ „სექსისტურ შეურაცხყოფას“ არ დაუშვებს.
სერბეთის ცენტრალურ ქალაქში გამართული ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პრესმოვლენის დროს გაშიჩმა ტელევიზიის ჟურნალისტი კორესპონდენტი დაინახა, რომელიც მას კამერით ელოდება.
“მიყვარს, როცა ქალი ჟურნალისტების დაჩოქება ასე ადვილია,” განაცხადა მან. მოგვიანებით თვადაცვის მინისტრმა მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ “გულწრფელად მოინანია” მისი “სამარცხვინო და სკანდალური ქცევა.”

Comments
Loading...