სერგეენკო დეკანოზ მამალაძის საქმეზე: საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ნაადრევი შეფასებებისგან ყველამ თავი უნდა შევიკავოთ
ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს შეფასებით, მაღალი იერარქის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების საქმეზე, საქმის სენსიტიურობიდან გამომდინარე, ნაადრევი შეფასებებისგან თავის შეკავება უმჯობესი იქნებოდა.
“ამ თემაში ჩახედული არ ვარ. თვალს ვადევნებდი ბოლო დღეებში რა მონაცემებიც ვრცელდებოდა. თვითონ საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ნაადრევი შეფასებებისგან ყველამ უნდა შევიკავოთ თავი“, – აღნიშნა მინისტრმა.
მთავარმა პროკურატურამ გუშინ, ბრალდებულ გიორგი მამალაძის საქმეზე, გამოძიების შუალედური შედეგები და მტკიცებულებების ნაწილი გაასაჯაროვა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე და 236-ე მუხლებით გრძელდება, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.