სერგი კაპანაძე: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ქვეყნის პრესტიჟისთვის ძალიან ცუდია

“მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს” წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება “რუსთავი 2”-ის საქმეზე ქვეყნის პრესტიჟისთვის ცუდია, თუმცა პოლიტიკურმა ძალებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ეს შეეხოს მხოლოდ “ქართულ ოცნებასა” და ბიძინა ივანიშვილს.

“ყველამ ვიცით უკვე, რომ ეს იყო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რადგან ასეთ თემებზე სტრასბურგის სასამართლო არ იღებს შეჩერების გადაწყვეტილებას. ჯერ მიიღო ერთმა მოსამართლემ და მერე მთელმა კოლეგიამ დატოვა ძალაში. ეს კიდევ უფრო უპრეცედენტოა. ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, ცუდია. ჩვენთვის, ვინც “რუსთავი 2”-სა და სიტყვის თავისუფლებას ვიცავთ კარგია იმიტომ, რომ ამ გადაწყვეტილებამ ქვეყანა გადაარჩინა, რომ არასწორი მიმართულებით არ წასულიყო დემოკრატია და ზოგადად, პროცესები. მაგრამ ქვეყნის პრესტიჟისთვის არის ძალიან ცუდი. იმიტომ, რომ, პრაქტიკულად, ჩვენ ჩავდეგით ისეთი ქვეყნების რიგში, რომლებზეც სასამართლომ თქვამ რომ უფლებების დარღვევა ფუნდამენტურად ხდება. ეს საქმე აღიარა, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი და არა როგორც ორ კერძო სუბიექტს შორის არსებული დავა.

რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს უნდა შეეხოს “ქართულ ოცნებასა” და მის იმიჯს და არა ქვეყანას. ჩვენი, როგორც პოლიტიკური ძალის ამოცანა არის ის, რომ ყველას ავუხსნათ, ეს არის ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” პრობლემა. ეს ჩირქი ქვეყანას არ უნდა მოეცხოს. მან უნდა აგოს პასუხი, ვინც აქამდე მოიყვანა საქმე”,- განაცხადა კაპანაძემ.

ipress.ge

Comments
Loading...