სერგო რატიანი სასამართლო რეფორმის ე.წ. მესამე ტალღასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს იზიარებს

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე სერგო რატიანი სასამართლო რეფორმის ე.წ. მესამე ტალღასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს იზიარებს.

როგორც რატიანმა აღნიშნა, პრეზიდენტმა იგივე შინაარსის შენიშვნები წარადგინა, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებს პარლამენტში კანონპროექტის განხილვისას ჰქონდათ.

რატიანის თქმით, მიღებული კანონპროექტი მოსამართლეთა დამოუკიდებლობას არღვევს.

„ვეჭვობ, რომ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები საპარლამენტო ურმავლესობამ გაიზიაროს“, – განაცხადა რატიანმა.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სასამართლო რეფორმის საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებულ , კანონპროექტს ვეტო დაადო და პარლამენტს მოტივირებული შენიშვნები შესთავაზა.

Comments
Loading...