“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ე.წ ბავშვთა სამყაროს შენობის დაწვაში საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრს, ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს.
მან მოუწოდა ივანიშვილს, დაზარალებულებს ზარალი საკუთარი ბანკიდან აუნაზღაუროს.
“ბავშვთა სამყაროს” დაწვასა და იქ დატრიალებულ ტრაგედიაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ამ ობიექტის მფლობელ აქციონერს, ბიძინა ივანიშილს. ისევე როგორც ანალოგიურად მის სინდისზეა საყდრისის აფეთქება, იპოდრომის, ბოტანიკური ბაღის, თბილისის ცენტრის, ლაგუნა ვერეს განადგურება და მითვისება, რაზეც ის პასუხს აუცილებლად აგებს.
დღეს კი მოვუწოდებ ამ ბატონს, საკუთარი ფონდებიდან და ბანკიდან სრულიად აუნაზღაუროს ზარალი ადამიანებს, რომლებიც არაერთხელ მოატყუა”,- განაცხადა ნათელაშვილმა.
ცნობისთვის, ავშვთა სამყაროს შენობასა და იქვე მდებარე საწყობებში ხანძარი 30 იავარს, გვიან ღამით გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გაჩენის მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია. დამწვარია 13 ათასამდე მ2 ფართი.
ipress.ge