შალვა რამიშვილი – თუ კიდევ ვინმეზე ვიძალადე, ყველა დაეწყვეთ და მოდით მთავარ პროკურატურაში

ჟურნალისტი შალვა რამიშვილი მთავარ პროკურატურაში მეუღლესთან ერთად მივიდა.

როგორც რამიშვილმა პროკურატურაში შესვლამდე განაცხადა, მზად არის, ყველა კითხვას უპასუხას. ჟურნალისტინ ასევე, ითხოვს, დაიკითხოს თათია სამხარაძე (ტასო ბარნოვა) და “ტელეიმედის” დირექტორი გიორგი ბახტაძე.

“მე მზად ვარ, ყველა კითხვას გავცე პასუხი. ვუსმინე ქალბატონ სამხარაძეს და ეს იყო ბოდვა. თუ რამე აქვს, თუნდაც აუდიო ჩანაწერი, კი ბატონო, გამოაქვეყნოს. მე ვყოფილვარ მოძალადე. თუ კიდევ ვინმეზე ვიძალადე, არ აქვს მნიშვნელობა, კაცზე თუ ქალზე, ყველა დაეწყვეთ და მოდით მთავარ პროკურატურაში. დღეს განაცხადა სამხარაძემ, რომ ჩემგან სექსუალური შევიწროების შესახებ მან ინფორმაცია “იმედის” დირექტორსაც მიაწოდა. დაიკითხოს ბატონი ბახტაძეც”,- განაცხადა შალვა რამიშვილმა.

მსახიობი თათია სამხარაძე (ტასო ბარნოვა) ჟურნალისტ შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. სამხარაძემ ამის შესახებ სპეციალურ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მსახიობის განცხადებით, მან აუდიო ჩანაწერიც გააკეთა, სადაც რამიშვილი ემუქრებოდა, რომ თუ მასთან არ ექნებოდა სექსუალური ურთიერთობა, მისი კარიერა აღარ გაგრძელდებოდა. თათია სამხარაძე აპირებს, შალვა რამიშვილს სასამართლოში უჩივლოს.

თავად რამიშვილმა კი, პროკურატურას სამხარაძის პრესკონფერენციამდე მიმართა.

http://2030.news/

Comments
Loading...