“შავი ღრუბელი იკვრება საპატრიარქოს თავზე… პატრიარქის მარჯვენა ხელს, ციხეში უკრავენ თავს”- ლელა კაკულია

ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია საკუთარ ფეისბუკგვერდზე იმ წინასწარმეტყველებებს აქვეყნებს, რომლის შესახებაც მან ინფორმაცია დაახლოებით 25 წლის წინ მიიღო, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ მისი წინასწარმეტყველებები სწორედ ახლა ხდება:

1996 წელი, 9 ოქტომბერი.

იწყება საქართველოს ნამდვილად გასუფთავების პერიოდი. სანთელ-საკმეველი გზას არ კარგავს.

სამღვდელოებაშიც, ანუ საპატრიარქოს კარზე ძალიან დიდი ცვლილებები იქნება. პატრიარქი იცვლება! იცვლება! იცვლება! მოდის ახალი პერიოდი.

ბევრი რამის თქმა მსურს, მაგრამ ინფორმაციას ვიცავ. თუმცა გასაგებია, რასაც ვწინასწარმეტყველებ.

დიდი სიმძიმე ცილდება ჩემს საქართველოს!

1996 წელი, 28 ნოემბერი, საღამოს 4 საათი.

საქართველოს საპატრიარქოში დიდი ცვლილებები იქნება. ღმერთმა ქნას, თორემ მხოლოდ ეკლესიაა ქრისტიანული, შიგნით კი − არაფერი. თვით საპატრიარქოც იწმინდება. ასეთია ნება ღვთისა!

საოცარი ხედვა გამეხსნა: საპატრიარქოში სისხლიანი გზა ადის. ამ გზაზე ცხვარი მიდის, ფეხები და ბეწვი სისხლში აქვს ამოსვრილი.

შევძრწუნდი! რა არის ეს? ღვთის რისხვაა და მეტი არაფერი! ამ შენობას, რომელსაც ღვთის სასუფეველი ქვია, საძირკველი სისხლიანი აქვს, შენობაც ცოდვიანია. ამიტომ დაისჯებიან! ვერაფერს მოიმოქმედებენ.

საპატრიარქოში მოხდება განხეთქილება, ორ ბანაკად გაიყოფიან. პატრიარქი ამ ყველაფერს ვერ მოერევა.

ჭყონდიდელი (ამ გვარს მეუბნებიან, ანუ სახელს; მე თვითონ, ვინ არის იგი, არ ვიცი. ვწერ რასაც ვხედავ) უპირისპირდება. იწყება, ესე იგი, დიდი ომები.

2000 წელი, 15 იანვარი, დღის 12 საათი.

ეკლესიას ძალიან გაუჭირდება. მიდის შიდა ბრძოლები, ვხედავ. ვინც თითქოს ჭკუა ისწავლა, არ ერევა და ნეიტრალიტეტს იკავებს. მოდის ის ხალხი (ანუ მღვდლები), რომელთაც აქვთ წარსულის დანაშაული და რომელსაც მომავალში გაიმეორებენ.

ისევ ორ შავოსანს ვხედავ. ისინი მომართულნი არიან უარყოფითი ენერგიით. ხელზე იხევევნ რომის პაპის ჩამოსვლას და ყველა ღონეს იხმარენ ეკლესიაში ისევ განხეთქილების შესატანად. პატრიარქი უძლური იქნება, შეაჩეროს ეს მიმდინარეობა. ძალიან ბევრმა უარყოფითმა შავოსანმა მოიყარა თავი ეკლესიაში, ამიტომ ხალხს უარყოფა აქვს.

რატომღაც ყველაფერი მოდას დაემსგავსა. ეს სწორედ ისეთი პერიოდია, წარსულში სინაგოგაში რომ ვაჭრობდნენ და ადამიანები ვერ აცნობიერებდნენ, რას ჩადიოდნენ, სანამ არ გამოჩნდა იესო და არ დაამტვრია სავაჭრო დახლები. აი ასეთი `ქრისტე~ მოევლინება მალე მართლმადიდებელ ეკლესიებს, ვხედავ. რისხვა უფლისა ჩვენისა ბევრ სიბინძურესა და ვაჭრობას განდევნის და დაამსხვრევს. ამინ!

ძალიან მიჭირს ეკლესიაზე ასეთი ხილვის წინასწარმეტყველება, მაგრამ, რა ვქნა, არ შეიძლება, რომ არ გადმოვცე.

უწმიდესს მძიმე ოპერაცია ელის, უკვე ვეღარ აიცდენს ამას. ღვთის ნებით, გადარჩება! ბალახები არ შველის უკვე. ექიმიც ხომ ღმერთის მოვლინებულია?

პატრიარქის ადგილზე ბევრს უჭირავს თვალი, განსაკუთრებით პოლიტიკოსებს, მაგრამ ისინი მომავალში დაისჯებიან. ღმერთი არ აპატიებს მათ ასეთ ვაჭრობას. ისინი პოლიტიკიდან საერთოდ გაქრებიან, მაგრამ პერიოდი, როცა ისინი იმოქმედებენ და ყველას ნერვებს მოუშლიან, საქართველომ უნდა გაიაროს.

უწმიდესი გადარჩება ღმერთის ნებით და კეთილი ძალების მეშვეობით მართავს ისევ საქართველოს ეკლესიას! ამინ! ამინ! ამინ!

მართალია, ძალიან რთული პერიოდები კი იქნება, მაგრამ სატანები დამარცხდებიან! ბევრი გამოააშკარავებს თავს, ბევრს ჩამოაცლის უფალი ნიღაბს და აი მაშინ გაიწმინდება ქართული ეკლესიები, ხალხიც წყნარდება და სულ სხვა ენერგიები დატრიალდება ტაძრებში.

პოლიტიკურ დაპირისპირებებში ეკლესიას ძალიან გაუჭირდება, მაგრამ უფლის ნებით, ყველაფერი დაინგრევა ირგვლივ (ანუ პოლიტიკა), ეკლესიას კი გაბრწყინებულს და განდიდებულს ვხედავ.

2003 წელი, 15 მარტი, დილის 7 საათი.

რაც კი ვიწინასწარმეტყველე, ყველაფერი სრულდება.

საქართველოს მძიმე პერიოდები ელის სარწმუნოების მხრივ, მაგრამ ყოველივე დასრულდება ისე, როგორც ჯერ კიდევ 1992-1995 და ა.შ. წლებში ვწინასარმეტყველებდით. ვერც ერთი სექტა ფეხს ვერ მოიკიდებს საქართველოში. ეს ასეა ასი პროცენტით. პატრიარქი გაიმარჯვებს!!!

2004 წელი, 20 თებერვალი.

იწყება დიდი ბრძოლა მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, დიდი ბრძოლა! პატრიარქს ძალიან გაუცრუვებს იმედებს ეს მთავრობა. აი მაშინ აეხდება ფარდა ყოველივეს. წამოვლენ იეღოვას მოციქულნი, კათოლიკეები ფრთებს შლიან – ეს არის პასუხი ღვთისა საქციელისა შენისა, საქართველოვ!!!

უფლებები ეკლესიისა შეიკვეცება. ლაპარაკი იქნება პატრიარქის შეცვლაზე, სიკვდილს არ უცდიან… ვნახოთ!!!

ევროპა და ამერიკა უკმაყოფილებას გამოთქვამს. `ცივი წყალი დალიეთ!~ – ეუბნება პრეზიდენტი. იგი ფიქრობს, რომ მისი მომრევი კაციშვილი არ არის დედამიწის ზურგზე! იგი დავით აღმაშენებელია – სიმაღლითაც და სისასტიკითაც, მაგრამ იგი, თუ არ შეასწორა ნაბიჯები… თუმცა, მაინც კრახით დაამთავრებს ასი პროცენტით.

2004 წელი, 30 მარტი.

ეკლესიას ძალიან დაუპირისპირდებიან. მათ პატრიარქის შეცვლა სურთ, მომზადებულიც ჰყავთ მეუფე. არაფერი გამოუვათ. უდიდეს დარტყმას მიაყენებს ღმერთი, უფალი მწარედ დასჯის მათ ყველაფრისთვის. შევიდნენ მახვილით ტაძარში და იქვე განიგმირებიან უფლის ბრძანებით: `ვინც ჩემს სახლს შეეხება, მე მას შევეხები! ვინც ჩემ ხალხს შეეხება, მას გავუსწორდები. ამინ!

ქართველი ბავშვი მხოლოდ მართლმადიდებელია! საქართველო ღვთისმშობლის წილნაყარი ქვეყანაა და ურჯულო ფეხს ვერ მოიკიდებს იბერიაში!!! და განვდევნი მათ ცეცხლითა და მახვილით, ამინ! დავასუფთავებ მთელს იბერიას და დაწყნარდება ჩემი სახლი და ჩემი ხალხი! ამინ!~

ამ წუთში ვუყურებ უფალს, რომელიც მესაუბრება განრისხებული. შემეშინდა!!!

2004 წელი, 26 ოქტომბერი, კუს ტბა, სამშაბათი, დილის 9 საათი.

ვხედავ, უწმიდესის მოშორება სურთ — ანუ მოწამლონ! — მაგრამ არაფერი გამოუვათ!

2005 წელი, 15 ივლისი, ურეკი.

ეკლესია იწყებს ბრძოლას. დიახ, ვხედავ, საპატრიარქო აღარ გაჩუმდება. დუმილისა და ნეიტრალიტეტის პოლიტიკამ ქართულ მართლმადიდებლობას დიდი ზიანი მიაყენა. ეს უკვე დაფარული არავისთვის აღარაა. ხალხს რწმენაც შეერყა და ფსიქიკაც. ეკლესიები მრევლს კარგავენ, თანაც მასიურად! საჭიროა მოქმედება. პატრიარქი არაფერს კარგავს. უმოქმედობა სიკვდილია ერისა და მთელი საქართველოსი. ხალხს არავისი სჯერა – არც მთავრობისა და არც ოპოზიციისა. დარჩა მხოლოდ ეკლესია. ვხედავ, ხალხი გაყვება პატრიარქს. ეკლესია პოლიტიკურ პარტიას ვერ შექმნის, არადა მისი როლი უპირველესია – ხალხი მხოლოდ მათ გაყვება. აი აქ, აქ ვხედავ: იქმნება მეცნიერთა პარტია; მოდის ჩემი მეგობარი, ანუ ჩვენი ენერგია და იგი ეყრდნობა, ანუ მხარდაჭერა აქვს საპატრიარქოსი. ეკლესია და მთელი საქართველო მეცნიერთა პარტიას მხარში ამოუდგება. ეკლესიას ერთი უმნიშვნელოვანესი მისია აქვს: მოიყვანოს ახალი ხალხი, ანუ პრეზიდენტი და მთავრობა, ხალხისთვის უცნობი, მაგრამ სამაგიეროდ ეკლესიისგან დალოცვილნი, ესე იგი, მისაღები ხალხი. ასე ხალხი, მათი დაჩლუნგებული გონება კი არ ფიქრობს,, არამედ საპატრიარქო ხედავს და ლოცავს ამ მეცნიერთა პარტიას. `ესე იგი, მათ უნდა გავყვეთ!~ – იტყვის მთელი საქართველო. ეს არის გადარჩენა ენისა, მამულისა და პირველ რიგში, სარწმუნოებისა. ამინ!

მართლმადიდებლობა იზეიმებს!

და ლღვება გაყინული ტვინი საქართველოსი!

2006 წელი, 21 მარტი.

პატრიარქი ცუდად ხდება, საავადმყოფოში ვხედავ. ძლივს გადარჩება. საპატრიარქოშიც არეულობაა, მაგრამ ვხედავ, ახალი ძალები იკრიბებიან მართლმადიდებლობის გადასარჩენად!!! ამას ვერავინ შეჩერებს. დიდი ბრძოლები გაიმართება. ბევრი საქმე ამოიწევა.

2006 წელი, 11 მაისი.

პატრიარქის მარჯვენა ხელი ფრთხილად უნდა იყოს, თორემ დაიჭერენ ასი პროცენტით.

2006 წელი, 6 ივნისი.

სიფრთხილე მართებს ქართულ ეკლესიას. ძალიან რთული პერიოდი დაუდგებათ…

ვხედავ, ფინანსური პოლიცია ინტერესდება საპატრიარქოს ბიუჯეტით…

პატრიარქის მარჯვენა ხელს, ციხეში უკრავენ თავს. თანხების გადამალვას და ბევრ სხვა რამეს დააბრალებენ…

2006 წელი, 9 დეკემბერი.

ფრთხილად, პატრიარქი ცუდად ხდება! ოპოზიცია იყვირებს, რომ იგი მოწამლეს. ვხედავ, რომ პატრიარქი ჩვეულ სიფრთხილეს კარგავს და სარისკო ნაბიჯებს დგამს. ფრთხილად!

2007 წელი, 20 იანვარი.

საპატრიარქო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება მომავალში. მათ მოუწევთ `დემოკრატიის~ თამაში, რომელიც საერთოდ მიუღებელია მართლმადიდებლობისთვის. შავი ძალები აკონტროლებენ საპატრიარქოს. ეს დიდ ქაოსს გამოუწვევს. ვხედავ, ტელევიზია და ჟურნალ-გაზეთები ამაზე ალაპარაკდებიან, მაგრამ ეს ყოველივე დროებითია.

ვხედავ, ამ წუთში უფალი როგორ დაეშვა დედამიწაზე. იგი ფეხშიშველია და გრძელი, თეთრი სამოსი აცვია, წელზე უბრალო ბაწარი აქვს შემოხვეული. ღმერთო, რა ლამაზი და ნათელია იესოს სახე! სადაც კი ფეხს დგამს, ვხედავ, ყველაფერი იცვლება და სუფთავდება! ღმერთო, თვითონ უფალი ასუფთავებს საქართველოს! მან გამიღიმა და მითხრა: `დაე, აღსრულდეს შენი დანახული ყოველი, უკვე ხილული და ჯერ კიდევ არახილული. ყველა მოკვდავი მიხვდება, სად არს ნათელი. ნუ შეგეშინდება! ყოველივე, რასაც ხედავ, ამცნე ქვეყანას და ხალხებს და ვაი მათ, ვინც შენ მოგეკარება! სწრაფად აგებენ პასუხს სხვების დასანახად! ამინ!~

ვხედავ, უფალმა მთელ საქართველოს შემოუარა, მერე ბზა დამიდო ფეხებთან და გაქრა ზეცაში!

ღმერთო, რა ლამაზი იყო ეს ყველაფერი!

ეს არის გაფრთხილება მსოფლიოს მიმართ. ყველაფერი შეიცვლება: ჩრდილოეთითა და აღმოსავლეთით, სამხრეთითა და დასავლეთით!

ფრთხილად, ადამიანებო!

2007 წელი, 26 აპრილი.

შავი ღრუბელი იკვრება საპატრიარქოს თავზე. ფრთხილად! მთავრობა არ დაუთმობს პატრიარქს. მათ მიაჩნიათ, რომ საჭიროა აქაც გატარდეს რეფორმები. პატრიარქი დასუსტდა. და მერე, როცა ვერაფერს მოიფიქრებენ, გამოსავალს იმაში იპოვიან, რომ, როგორც ყოველთვის, იტყვიან, პატრიარქი რუსეთთანაა კონტაქტში და რუსულ პოლიტიკას ატარებსო. ერთია, დაჭერას არ აკადრებენ, თორემ ყველაფრის გაკონტროლებას შეეცდებიან…

2007 წელი, 17 დეკემბერი.

ვხედავ, საპატრიარქოს შავი რკალი ეკვრის. ვხედავ სიკვდილს… ბევრი რამ შეიცვლება.

მომავალში საპატრიარქოში, ვხედავ, სიმშვიდეა…

1995 წელს შევხვდი მეუფეს, რომელსაც ვუწინასწარმეტყველე, რომ პატრიარქის სამოსელში ვხედავდი, რომ იგი გახდება საქართველოს პატრიარქი. იქნება დროებითი შემსრულებელი, მაგრამ ეს პერიოდიც გაივლის და აღსრულდება წინასწარმეტყველება.

მომავალი პატრიარქი – ეს არის მახვილი უფლისა, სიტყვა მართალი, რაც ძალიან სჭირდება დღეს საქართველოს!

2008 წელი, 24 იანვარი.

ვიცი და ვხედავ, რომ უფალი დააწყნარებს ყველას და ყველაფერს. საპატრიარქო განიწმინდება უარყოფითი ენერგიებისგან. მოდიან მართალი, მართლმადიდებელი მწყემსები და ყველაფერი იცვლება საპატრიარქოში.

მეუფე, რომელიც ხდება საქართველოს პატრიარქი, ნამდვილი მართლმადიდებელია, დამცველი თავისი ერისა და ქვეყნისა! ვხედავ, როგორ ადებს უფალი მას პატრიარქის ნიშანს! დიახ, ასე ვხედავ. აი ნახავთ!

მეუფეს ეს ბევრი წლის წინ ვუწინასწარმეტყველე პირადად, საპატრიარქოში, მის კაბინეტში. მაშინ მეუფე ძალიან ახალგაზრდა იყო და ვერ დაიჯერა წინასწარმეტყველება. დღეისათვის კი მან განვლო ისეთი გზა, რომელიც ცხადად გვანიშნებს, რომ იგი უნდა გახდეს ნამდვილი პატრიარქი საქართველოსი და განაგრძოს ქვეყნის აღმშენებლობა, რასაც აკეთებდა ილია II. უფრო განსხვავებულ გზას ვხედავ, მართალია, მაგრამ ყოველივე ეს ხომ ღმერთის ნებაა!

2008 წელი, 21 დეკემბერი, თბილისი.

ვხედავთ, საპატრიარქოში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან და ეს მოხდება ღიად. ეს ადრეც ვიწინასწარმეტყველე. ეტყობა დროა, ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდეს!!!

ისე, ძალიან დიდი სირთულეები აქვს პატრიარქს გადასატანი. მღვდელმთავრები ერთმანეთს უპირისპირდებიან. თუკი აქამდე ყოველივე დაფარული იყო, ახლა არაფერი დაიმალება და აღსდგება შავი ბერი პატრიარქის წინააღმდეგ; გაიყოფიან ორად და დაიწყება ბრძოლები. ამას ყველა იხილავს.

ბრძოლები ყოველთვის იყო!!! მე ყოველთვის ვაფრთხილებდი საპატრიარქოს! განსაკუთრებით, პოლიტიკაში არ ვურჩევდი ჩართვას, ანუ იმ საკითხებში, რომლებიც ბუმერანგივით უკან დაუბრუნდებოდათ.

ვხედავთ ბერების, შავი ბერების აჯანყებას. ვიმეორებ: ბევრი რამ ხდება ხილული…

ყველაფერი ასრულდება, ყველაფერი ითქმება. ასეთია ნება უფლისა. ამინ!

2009 წელი, 30 ნოემბერი, თბილისი.

ვხედავ მომავალში ძალიან, ძალიან დიდ ცვლილებებს საპატრიარქოში: ძლიერი, რკინის ხელი, ძლიერი ენერგია მოევლინება ქართულ მართლმადიდებლობას, რომელიც გადაარჩენს არამხოლოდ მართლმადიდებლობას, არამედ მთელ ჩემს ქვეყანას!

2009 წელი. 20 დეკემბერი.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მე ბევრჯერ მისაუბრია საქართველოს მომავალზე პატრიარქთან, მრავალჯერ წამიკითხავს მისთვის ჩემი წინასწარმეტყველებები. და აბა სხვამ ვინ, თუ არა პატრიარქმა, იცის, რომ დღეს ეს ყველაფერი სიტყვა-სიტყვით სრულდება. ეს ისტორიაა, ბატონებო, რომელიც მომავალ საუკუნეებში აღინიშნება და ითქმება ყოველივე.

მე ბევრჯერ ვიწინასწარმეტყველე საპატრიარქოსა და მის ბინადარზეც, რაც ასევე ასი პროცენტით ასრულდება. დიახ, კოსმოსი დაასუფთავებს უფლის სახლს. და მერე როგორ?! ყველა იხილავს ამას. ასეთია ნება კოსმოსისა, რათა დარჩეს მღვდელი იგი პატიოსანი და ვხედავ, გადარჩება ბოლოს საპატრიარქო. განწმინდავს და დაასუფთავებს უფლის ხელი ყველაფერს. ირწმუნეთ, ვინაიდან თითოეული სიტყვა ასრულდება ასი პროცენტით. წინასწარმეტყველება ყოველთვის სრულდება.

მე მიყვარს ჩემი პატრიარქი და მუდამ მეყვარება ჩემი პირველი მოძღვარი, აწ გარდაცვლილი მიტროპოლიტი, მეუფე კონსტანტინე მელიქიძე – უნიჭიერესი, უჭკვიანესი, სიკეთით სავსე ადამიანი, რომელიც ძალიან მაკლია. მიყვარს ჩემი მოძღვარი – მამა ფარნაოზი, უგანათლებულესი პიროვნება, ჭეშმარიტი უფლის მსახური და ჭეშმარიტი მღვდელი.

ჰოდა, დროა უკვე, ვხედავ, დასუფთავდეს ყოველივე. და დღე იგი უკვე დადგა, ვხედავ. ამინ!

2010 წელი, 25 იანვარი, თბილისი.

ვხედავ დიდი პიროვნების სიკვდილს, რაზეც ბევრს გული დაწყდება.

სიფრთხილე მართებს საპატრიარქოს! ვხედავ, იგეგმება ახალი შეტევები…

2010 წელი, 14 ნოემბერი.

დიდი ცვლილებები, ვიმეორებ, საპატრიარქოშიც იქნება. ფრთხილად, ბევრი დაკარგავს თავის ადგილს, დიახ ადგილს. სამღვდელოებას ძალიან გაუჭირდება, ვხედავ. დიდი ბრძოლები გაიმართება, ყველა გაოცდება. სიმართლეს ვერაფრით დამალავთ! იქნება დიდი დაპირისპირებები, დიდი შეცდომები, ორ კურდღელს ვერ დაიჭერთ! კოსმოსი თვალყურს გადევნებენ, როგორც არასდროს. ფრთხილად!

2011 წელი, 6 სექტემბერი, ურეკი.

ვხედავ, დიდი ცვლილებებია საპატრიარქოშიც — დიდი სირთულეები, დიდი დაპირისპირებები და………!!!

ambebi.ge

Comments
Loading...