შეძლებენ თუ არა რუსთავი 2-ის თანამშრომლები ყარამანიშვილის შეთავაზებით არხის მართვას

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მფლობელებისგან არხის თანამშრომლებმა შეთავაზება მიიღეს. შეთავაზების მიხედვით, არხის მფლობელები, გია და ლევან ყარამინიშვილები ტელეკომპანია საქართველოს 51 პროცენტს არხის თანამშრომლებს დაუთმობენ. თავის მხრივ, ტელეკომპანია საქართველო რუსთავი 2-ის წილის 51 პროცენტს ფლობს. თუმცა, ჯერჯერობით შეუძლებელია იმის თქმა, ამ შეთავაზების მიღების შემთხვევაში, შეძლებენ თუ არა რუსთავი 2–ის თანამშრომლები კომპანიის სამართავად გადაწყვეტილებების მიღებას.

On.ge-ს მიერ საჯარო რეესტრში მოძიებული დოკუმენტების მიხედვით, ბოლო ცვლილება ტელეკომპანია საქართველოს წესდებაში 2008 წელს შევიდა. წესდების მიხედვით, პარტნიორთა კრება გადაწყვეტილუნარიანია, თუ მასში მონაწილეობს პარტნიორთა ის რაოდენობა, რომლებიც ფლობენ წილების 50 პროცენტზე მეტს. კრებაზე გადაწყვეტილებები მიიღება კონსესუსით.

იურისტი დავით კლდიაშვილი On.ge–სთან საუბარში განმარტავს, რომ თუ ორგანიზაციის წესდების მიხედვით, გადაწყვეტილება მიიღება კონსესუსით, ეს ნიშნავს, რომ აუცილებელია ყველა მეწილის შეთანხმება და ამ შემთხვევაში, მხოლოდ საკონტროლო პაკეტის ფლობა საკმარისი არ არის.

საკითხის უფრო დეტალურად განსამარტად ჯერჯერობით ვერ დავუკავშირდით რუსთავი 2–ის იურისტებს

on.ge

Comments
Loading...