„შემდეგი პატრიარქი ბერია და ის საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის…“

თამარ ჩიბურდანიძე, დემოგრაფიული აღორძინების ფონდის გამგეობის თავმჯდომარე:

_ როდესაც ამ გაუთავებელ დისკუსიას ვუსმენ პატრიარქობის მსურველ თუ შესაძლო კანდიდატებზე, მახსენდება ერთი ფაქტი. რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ მონასტერში სადღესასწაულო წირვას ვესწრებოდი, ღვთისმშობლობა იყო. წირვის შემდეგ ვიტრაპეზეთ. უწმინდესი დავლოცეთ და საუბარი მის მოღვაწეობაზე წარიმართა. მე ხმადაბლა ჩავილაპარაკე, ნეტავ ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი, შეძლებს კი ამ გზის გაგრძელებას-თქო. ერთ-ერთმა სასულიერო პირმა მითხრა, თუ ვინ იქნება შემდეგი პატრიარქტი, უწმინდესის გარდა არავინ იცის. ბევრი იქნება მსურველი, დაიწყება ღია ბრძოლა მისივე სიცოცხლეში, მაგრამ ის მეუფე, რომელიც გამორჩეულად უყვარს უწმინდესს და რომელსაც ჩუმად ამზადებს, არ არის ისეთი ცნობილი, როგორც სხვები. როდესაც ვკითხეთ, თუ ვინ იყო ეს მეუფე, გვიპასუხა რომ არ იცის და ეს არ იცის თავად ამ მეუფემაცო. ეს სასულიერო პირი ბერია. მივხვდით, რომ არ გვითხრა ის, რაც იცოდა ან რასაც ხედავდა.

 ის ძალიან ძლიერი საეკლესიო ცხოვრებით ცხოვრობს. მას შემდეგ ხშირად ვფიქრობ ამ ბერის სიტყვებზე, განსაკუთრებით დღეს და კიდევ უფრო ვრწმუნდები იმაში, რომ უწმინდესის გარდა მართლაც არავინ იცის ამ მეუფის სახელი, ალბათ არც თავად მან.
რაც დღეს ხდება, ცხადია, ამ ყველაფერს ბიძგი ვიღაცის პოლიტიკურმა ინტერესებმა მისცა, ამ ქვეყნად ხომ პოლიტიკის გარეშე არაფერი არ ხდება. ფაქტია, ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტი ვიღაცას სურდა თავისი გავლენის ქვეშ მოექცია ამ ამით ქვეყანაში პოლიტიკა შეეცვალა. არ ვიცი, დამნაშავეა თუ არა მამა გიორგი მამალაძე და არის თუ არა “ციანიდის საქმე” რეალობა, ამას გამოძიება დაადგენს. ვიცით და ვხედავთ მხოლოდ იმას, რომ ყოველდღიურად ინფორმაცია ინფორმაციას ემატება არა პროკურატურის მიერ, არამედ თავად ამ პროცესში მონაწილე პირების მიერ. თუკი კარგ ანალიზს გავაკეთებთ, მივხვდებით, რომ ქვეყანამ დიდი საფრთხე აიცილა. ეს საფრთხე შესაძლოა მართლაც უტოლდებოდა ეროვნულ ტრაგედიას
.

 იმედი მაქვს, ეს ყველაფერი მალე გახდება ყველასათვის ცხადი, თუმცა, ჩემთვის უკვე ცხადზე ცხადია.

euronews.ge

Comments
Loading...