შენობა-გიგანტი, რომელსაც საკუთარი კლიმატი აქვს და პერიოდულად… წვიმს

ეს შენობა ამერიკაში, ფლორიდის შტატში მდებარეობს და შენობის შიგნით, პერიოდულად, მართლაც წვიმს, თუმცა არა – ცუდი გადახურვის გამო. აქ მიზეზი სრულ სხვაა!..

Vehicle Assembly Building ცხელი და ნოტიო კლიმატით ცნობილ ფლორიდაში მდებარეობს და აშშ-ს აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულ სამმართველოს ეკუთვნის.
1968-დან 2011 წლამდე მას ამერიკული კოსმოსური აპარატების შესანახად იყენებდნენ. შენობის ზომები იმდენად დიდია, რომ მის შიგნით საკუთარი კლიმატი შეიქმნა.

ნაგებობის მოცულობა 3 664 883 კუბ. მეტრს შეადგენს. სიმაღლე 160 მეტრია, სიგრძე – 218 მ, სიგანე – 158 მ. შენობას მიწის 8 ჰექტარი უკავია.

მიუხედავად იმისა, რომ შენობაში დამონტაჟებულია ნესტის შესამცირებელი სისტემა, „სახლში შექმნილ ამინდთან“ გამკლავება მასაც კი უჭირს – წლის განსაკუთრებით ცხელ პერიოდში შენობაში წარმოიქმნება ღრუბელი, საიდანაც ზოგჯერ წვიმაც მოდის.

წყარო: funtime.ge

Comments
Loading...