შერატონ მეტეხი პალასი დაყადაღებულია

საინფორმაციო სააგენტო “პირველის“ ცნობით, სასტუმრო ,”შერატონ მეტეხი პალასი“ დაყადაღებულია.

უფლებრივი შეზღუდვის ეს ფორმა თბილისის საქალაქო სასამართლომ ავსტრიული კომპანია VI2 Partners GmbH –სა და “რაკია ჯორჯიას“ შორის მიმდინარე სასამართლო დავის ფარგლებში გამოიყენა, როგორც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
ასევე დაყადაღებულია “რაკია ჯორჯიას“ საქართველოში არსებული სხვა აქტივებიც.
დავა ეხება რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარს, რომელიც ავსტრიულმა ინვესტორმა მხარემ 2011 წელს „რაკია ჯორჯიას“ გადაუხადა, როგორც სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასის“ ღირებულების ნაწილი.

Comments
Loading...