შესაძლოა 2016 წლის ოქტომბრიდან თურქეთის მოქალაქეებმა შენგენში უვიზო მიმოსვლა შეძლონ
2016 წლის ოქტომბრიდან ევროკავშირი მზადაა თურქეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა დააწესოს. ამის შესახებ “დოიჩე ველე” იუწყება.
ამ დრომდე თურქეთთან ვიზების გამარტივების საკითხი არასოდეს განხილულა.
ამის გარდა, ევროკავშირი დევნილების პრობლემის გადასაჭრელად ანკარისთვის 3 მილიარდი ევროს გამოყოფას აპირებს. ამის შესახებ “როიტერი” შემაჯამებელი დოკუმენტის პროექტზე დაყრდნობით იუწყება, რომელიც სამიტის დასასრულ უნდა მიიღონ.