შეთანხმება ვერ შედგა – თსუ-ში სიტუაცია უცვლელია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვითარება უცვლელია. სტუდენტების ნაწილი ისევ 115-ე აუდიტორიაში იმყოფება, თვითმმართელობის წევრები კი კვლავ რექტორის გადადგომას ითხოვენ.შიმშილობას აგრძელებენ ის ლექტორები, რომლებიც სტუდენთა მეორე ნაწილთან ერთად არ იზიარებენ თვითმმართელობის მოთხოვნას.განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდნენ განათლების სამინისტროში, სადაც მინისტრი უნივერსიტეტის რექტორს და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა. შეთანხმება შედგა მხოლოდ ერთ საკითხზე- თსუ-ს თვითმმართველობის რეფორმირებაზე. ხოლო რაც შეეხება რექტორის გადადგომას,ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რის გამოც თვითმმართველობის პრეზიდენტი შიმშილობას განაგრძობს.სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ ასევე ცნობილი გახდა, რომ პარლამენტში არ შეიქმნება საგამოძიებო კომისია, რომელსაც უნივერსიტეტში ე.წ. ოდეერის სამსახურის არსებობის საკითხი უნდა შეესწავლა. თამარ სანიკიძის თქმით, მან პასუხი პარლამენტიდან უკვე მიიღო.

Comments
Loading...