შიდა ქართლში 21 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს

შიდა ქართლში დამხრჩვალი 21 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს. სამძებრო სამუშაოები სოფელ ძევერას ტბაზე რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ახალგაზრდა მამაკაცი ტბაში გუშინ საღამოს ჩავარდა და მისი დახმარება ვერც მეგობრებმა და ვერც მაშველებმა ვერ შეძლეს. როგორც ადგილობრივები ყვებიან გარდაცვლილი სანადიროდ იმყოფებოდა. ის ტბის მახლობლად იდგა, რა დროსაც მიწა ჩამოიშალა და წყალში ჩავარდა.

Comments
Loading...