შროშასთან ავარიის შედეგად თბილისიდან ქუთაისის მიმართულებით მოძრავი სამარშრუტო ტაქსის მგზავრები დაშავდნენ
სოფელ შროშასთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამგზავრო მიკროავტობუსის რამდენიმე მგზავრი დაშავდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ერთმანეთს აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მოძრავი სამარშრუტო ტაქსტი და საპირისპირო მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსი გადაბრუნდა.
შემთხვევის შედეგად დაზიანებები მიიღო რამდენიმე მგზავრმა, თუმცა შსს-ს ცნობით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
წყარო: ინტერპრესნიუსი