შსს-მ “საქართველოს ბანკის” ფილიალის დაყაჩაღების საქმე გახსნა

თბილისის გლდანის რაიონში საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალის დაყაჩაღების ფაქტი შსს-მ გახსნა.

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული ჯ.ს. და 1996 წელს დაბადებული ტ.ხ., ყაჩაღობის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 26 დეკემბერს ბრალდებულები გლდანში, მე-4 მ/რ მდებარე “საქართველოს ბანკის” ექსპრეს ფილიალში შეიჭრენ, იარაღის მუქარით თანხა გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

პოლიციამ ჯ.ს. და ტ.ხ. მომხდარიდან მეორე დღეს, ბათუმში დააკავა. ბანკიდან წაღებული ფულის ნაწილი – 1475 ევრო, 640 ლარი და 60 აშშ დოლარი ამოღებულია ნივთმტკიცებად.

დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით).

თბილისის გლდანის რაიონში საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალის დაყაჩაღების ფაქტი რეს დილით დაფიქსირდა.

Comments
Loading...