შსს-ს მიერ სტუდენტების ოჯახებში ინფორმაციის შეგროვება – ომბუდსმენის ოფისი დეტალურ განმარტებას მოითხოვს

სახალხო დამცველის წარმომადგენელი პირველ განცხადებას აკეთებს სტუდენტების ოჯახებში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ვიზიტზე.

ომბუდსმენის ოფისში მოითხოვენ დეტალურ განმარტებას თემაზე თუ რა მუხლით და რაზე დაყრდნობით დაიწყო უწყებამ სტუდენტების ოჯახებში ინფორმაციის შეგროვება.

“გვინდა მივიღოთ ის კონკრეტული სამართლებრივი აქტი, რომელსაც უთითებს სამინისტრო თავის პასუხში, როგორც სამართლებრივ საფუძველს ამ ინფორმაციის მოგროვების, ასევე გვინდა მივიღოთ ინფორმაცია იმ კონკრეტული მუხლის შესახებ, რომლის ფარგლებშიც მოქმედებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი,” – განმარტა სახალხო დამცცელის წარმომადგენელმა.

Comments
Loading...