“სია პარტიებისა, რომლებიც პარლამენტში მოხვდებიან”

გვეძლევა საშუალება მივიღოთ მულტიპარტიული არჩევნები, – აცხადებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი. გადაცემა ,,პრიორიტეტებში“ ჩართვისას მან ასევე დაასახელა იმ პარტიათა სავარაუდო ჩამონათვალი, რომელთაც მისი აზრით, აქვთ პარლამენტში მოხვედრის შანსები. პოლიტოლოგი არ გამორიცხავს რომ მომავალი პარლამენტი 5, ან 6 პარტიიით იყოს წარმოდგენილი .

გია ხუხაშვილი ვარაუდობს, რომ ეს პარტიები სავარაუდოდ არიან ,,”ქართული ოცნება“, ,,ნაციონალური მოძრაობა“, მე ვფიქრობ ლეიბორისტებმა გარკვეულ წილად დაიბრუნეს თავისი პოლიტიკური სეგმენტი, ,,პატრიოტთა ალიანსი“, ,,ნინო ბუჯანაძე“, ,,თავისუფალი დემოკრატები“, ასევე, საკმაოდ კარგი შანსები აქვს პაატა ბურჭულაძეს, თუ გადაწყვეტს პოლიტიკაში ინტეგრირებას”,-აღნიშნა ხუხაშვილმა.

Comments
Loading...