სიღნაღში კულტურის სახლის ყოფილი შენობა იწვის
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში კულტურის სახლის ყოფილი შენობა იწვის.
როგორც „ინფო9“-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურში განუცხადეს, ადგილზე 18 ერთეული სახანძრო ბრიგადაა მობილიზებული. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც სააგენტოში განმარტავენ, აღნიშნული შენობა უფუნქციოა. დამწვარია 800 კვადრატული მეტრი ტერიტორია.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით, უცნობია.