სინჯიკაშვილი პირველ ხელფასზე: ხის საამქროში ერთი კვირა კუბოებს ვღებავდი, 100 ლარი გადამიხადეს
სცენარისტი აკა სინჯიკაშვილი თავისი პირველი ხელფასის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს:
„14-ის ვიყავი, უბნელმა წაგვიყვანა ხის საამქროში და ერთი კვირა კუბოებს ვღებავდით დღე და ღამე. 100 ლარი გადამიხადეს და ორი მნიშვნელოვანი რამე მოხდა ჩემს ცხოვრებაში – პირველად წამოვიღე მაღაზიიდან სახლში ბოთლიანად ლიმონათი და იქვე არ დამილევია. ასევე, პირველად ამიხდა მეზობელი ქალის წყევლა – შენ იძინე კუბოშიო“, – წერს სინჯიკაშვილი.