სირიაში აფეთქების შედეგად 19 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

სირიის ქალაქ აზაზში, რომელიც თურქეთის საზღვრიდან 10 კმ-ში მდებარეობს, აფეთქება მოხდა. ინციდენტის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა,-ინფორმაციას სააგენტო Reuters ლონდონში დაფუძნებულ სირიის ადამიანთა უფლებათადაცვის მონიტორინგის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ყველაზე გარდაცვლილი მშვიდობიანი მოქალაქეა. მონიტორინგის ცენტრი ასევე ათობით დაშავებულის შესახებ იტყობინება. სააგენტო Reuters-ის ცნობით, ქალაქს ამბოხებულები აკონტროლებენ.

მედიაცენტრის ინფორმაციით, დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად მინიმუმ 20 ადამიანი დაიღუპა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ამ დროისთვის არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

 

IPRESS.GE

Comments
Loading...