სკანდალი: ქუცნაშვლი შიმშილობის აქციის ორგანიზატორი?

ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი აცხადებს,რომ ის გადადგომას არ აპირებს და არც წარმომადგენლობითი საბჭო დაიშლება. ფრანგიშვილის განცხადებით,სასამართლოს სხდომა მაისშია დანიშნული და ყველამ კეთილი უნდა ინებოს და სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდოს. ფრანგიშვილი სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს,რომ შიმშილობის აქციას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი მართავს. ფრანგიშვილი ამბობს,რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში გაცილებით დიდი ჯგუფია ჩართული ვიდრე ეს თსუ-ში იყო.

„ კარგად ვიცი, ვინც მართავს ამ პროცესს,,ზაქარია ქუცნაშვილმა ჯერ კიდევ დეკემბერში გააკეთა განცხადება, ფრანგიშვილს რექტორად თავისი კანდიდატურის მესამედ წამოყენების უფლება არ აქვსო.არადა მაშინ თავადაც არ ჰქონდა ჩემი გეგმები ჩამოყალიბებული. ვიცი,რატომ დაიწყო ჩემს წინააღმდეგ ეს კამპანია,მაგრამ დაკონკრეტებისაგან ჯერჯერობით თავს შევიკავებ. ქუცნაშვილს მოშიმშილეებთან აქტიური კონსულტაციები აქვს,ამას არც თავად მოშიმშილე პროფესორები მალავენ. ტექნიკურ უნივერსიტეტში სხვადასხვა ძალის ინტერესი იკვეთება,მათ შორის,პოლიტიკოსებისაც. მაისში სასამართლო ჩატარდება,ამიტომ არ მინდა ჩემი განცხადებებით სასამართლო პროცესზე გავლენა მოვახდინო. ერთს კი ვიტყვი – ტექნიკურ უნივერსიტეტში გაცილებით დიდი ჯგუფია ჩართული, ვიდრე თსუ-ში იყო.“ – განაცხადა კვირის პალიტრასთან საუბარში არჩილ ფრანგიშვილმა.

– See more at: http://pirveliradio.ge/?newsid=65714#sthash.bTu16VqZ.dpuf

Comments
Loading...