სკანდალური ინფორმაცია “რესპუბლიკელებზე”

“ვიდრე ოქრუაშვილი ამოაქარვებს სათქმელს მოდით მე ვიტყვი იმას, რასაც ასე საგულდაგულოდ მალავს, როგორც ოქრუაშვილი ისე ბევრი ხელისუფლებაში მყოფი. საქმე იმაში გახლავთ, რომ ნარკოტიკების რეალიზაციაში ოქრუაშვილის მიერ მხილებული ფანჯიკიძე – სიძე გახლავთ დღევანდელი პრეზიდენტისა. ანუ მრავალფეროვანი სექსით დაკავებული გიორგი მარგველაშვილისა. მარგველაშვილის ალალი დეიდაშვილი გვარად ბაგრატიონი ჰყავს ცოლად გურამ ფანჯიკიძის ვაჟს.

აბა რა გეგონათ? სხვისი დარდი ჰქონდა მარგველაშვილს როცა გამოდგა და სექსმუშაკივით დაგვმოძღვრა არავის საქმე არ არის ჩვენი პირადი ცხოვრებაო? ისე… ველოდები იგივე ოქრუაშვილს, რას იტყვის თავის კოლეგა მინისტრის ოჯახზე და ამ შემთხვევაში ვგულისხმობ თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს, რომლის ალალი ძმაც სააკაშვილის რეჟიმის დროს შსს-ს გენ-ისნპექციის, ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის უფროსი გახლდათ. როგორც უკვე მოგახსენეთ, დღევანდელი თავდაცვის მინისტრის ალალი ძმა სააკაშვილის ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურის სამსახურის უფროსად მუშაობდა. იმ პერიოდში თანამშრომელ ნარკომანებზე და ზოგადად ნარკომანიასთან ბრძოლის თვალსაზრისით ბევრ თანამშრომელს სამსახურს მარტივი წესით ატოვებინებდნენ. შარდის ანალიზის ჩაბარება, ყოველ 3 თვეში ერთხელ სავალდებულო იყო, მაგრამ თუ კი ტესტის დადებითი პასუხი ან ნარკოტიკის მოხმარება იმას დაუმტკიცდებოდა, ვინც ან შიგნით, ან გარეთ, მოთვალთვალედ დასჭირდებოდათ, ზოგ შემთხვევაში ათავისფულებდნენ ყოველგვარი სასჯელის გარეშე.

ასე ჩააბარა თინა ხიდაშელის ძმამაც რიგითი შემოწმების დროს შარდის ანალიზი და ლაბორატორიულად დადასტურდა, რომ ნარკომანი იყო. აბა როგორია? ნარკომანიასთან ბრძოლის სამსახურის უფროსი ნარკოტიკებსაც მოიხმარდა, ოპერატიულ წამალს “ტეხავდა” და ყიდდა. აბა სხვა ყოფილიყო ვინმე ურჩი ოპოზიციონერის ოჯახის წევრი, რა დღეში ჩააგდებდა სააკა?!

ვიდრე ოქრუაშვილი იტყვის, მინდა ვთხოვო და შევახსენო კიდევ ერთი ისტორია იმავე რესპუბლიკელების მოღვაწეობიდან და ვკითხო: ბატონო ირაკლი იქნებ თქვენ მდიდარ ოქროს ინფორმაციებში მოძებნოთ და გააჟღეროთ რა დანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი და მისი ბიოგრაფიის შავი ლაქა რა მანქანით ამოიშალა მონაცემთა ბაზაში? იქნებ ზურაბიშვილის შემთხვევაშიც ნარკოტიკები ფიგურირებდა? გვითხარით ბატონო და გვეცოდინება მაინც, რომ ნარკომანების ბარიგების პარტია ყოფილა დამსმენების პარტიის პარალელურად და გავუშვებთ იქ სადაც დიდი ხანია ელოდებიან.”

წყარო: საერთო გაზეთი

Comments
Loading...