სკოლებში წიგნის კითხვის შეყვარების გაკვეთილი დაემატება

განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას, თქმით, მეშვიდე-მერვე კლასის მოსწავლეებს რამდენიმე თავისუფალი გაკვეთილი დაემატებათ, რომლებზეც მასწავლებლები დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ.

მინისტრის თქმით, სასკოლო საათები კვირაში სულ ოთხი-ხუთი საათით გაიზრდება:

  • 2 საათი დაეთმობა ჯანსაღი ცხოვრების წესს;
  • 1 საათი – წიგნიერებას;
  • 1 საათი – ხელოვნებას;
  • 1 საათი – ინტელექტუალურ თემებს.

“წიგნის კითხვის შეყვარების გაკვეთილი გვექნება, ჯანსაღი ცხოვრების წესი არაა აუცილებელი სპორტს ეთმობოდეს, ეს შეიძლება იყოს გასეირნება ან საუბარი სწორ კვებაზე, ხელოვნების საათში მასობრივ სფეროებს შემოვიტანთ, ინტელექტუალურ აქტივობებში კი იგულისხმება შეჯიბრებები”.

განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მიიჩნევს, რომ სკოლებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა და შეუქმნან მოტივაცია მოსწავლეებს, რათა ისინი ფიზიკურად დატვირთულები და ჯანმრთელები იყვნენ

on.ge

Comments
Loading...