სომხეთში ავტობუსის აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა

ერევანში ავტობუსის აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 2 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია შვიდი ადამიანი. როგორც უცხოური მედია წერს, ყველა მათგანი სომხეთის მოქალაქეა.
ინციდენტი დედაქალაქის ცენტრში მოხდა.
აფეთქების გამომწვევი მიზეზების დასაადგენად ადგილზე ექსპერტები მუშაობენ. სამართალდამცავებს დაკითხვაზე ჰყავთ გადაყვანილი ავტობუსის მძღოლი.

Comments
Loading...