სოფელ ავლევის განაპირას რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დაამონტაჟეს

სოფელ ავლევის განაპირას რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დაამონტაჟეს. აღნიშნული ფაქტი ქარელის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა დაადასტურა.

მისი განცხადებით, რუსი სამხედროები დღეს დილით გამოჩნდნენ სატვირთო ავტომანქანით.

“ამ მონაკვეთზე მოსახლეობა წლებია მიწას ამუშავებს. ახლა უკვე ელემენტარულად გადაადგილების პრობლემა იქმნება. მოვიდნენ რუსები და ორი ტრაფარეტი დადგეს. საქმის კურსშია ყველა უწყება”, – განაცხადა ზაზა გულიაშვილმა.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟებს შემდეგ ისინი აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთების დასამუშავებლად ვეღარ შევლენ.
წყარო: 2030

Comments
Loading...