სოფიო შამანიდი: პრეზიდენტი პანკისის ხეობაში „კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის“ მხარდაჭერას გააგრძელებს
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი პანკისის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობისა დაააარასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრას დაესწრო, რომელზეც 3 იანვარს „კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის“ საზოგადოებრივ ცენტრში მომხდარი ხანძრის ინციდენტი განიხლეს.
პანკისის სათემო რადიო WAY-ს ოფისში გამართულ შეხვედრას რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე და სალაფიტების ერთ-ერთი წარმომადგენელი ესწრებოდნენ.
პრეზიდენტის მრჩეველმა აღნიშნა, რომ „კახეთის რეგიონული განვითრების ფონდი“ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით პანკისის ხეობაში არაერთ პროექტს ახორციელებს და რამდენიმე პროექტისათვის სწორედ ის შენობა იყო გამოყენებული, რომელიც დაიწვა და მასში ინგლისური ენისა და კომპიუტერის შემსწავლელი კურსები, ასევე, ხატვის კურსები ტარდებოდა.
„ცხადია, პრეზიდენტის ადმინისტრაცია გააგრძელებს ამ პროექტების განხორციელებას, რომელიც შარშან დაიწყო, მეტიც პანკისის ხეობაში ჩვენი საქმიანობის უფრო გაფართოებას ვაპირებთ. პრეზიდენტმა წლევანდელი წელი განათლების წლად გამოაცხადა და შესაბამისად, შევეცდებით, რომ პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო პროექტებს მხარი მაქსიმალურად დავუჭიროთ”,- აღნიშნა სოფიო შამანიდმა.
საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის სოფიო შამანიდის განცხადებით, კახეთის რეგიონულ ცენტრში მომხდარ ინციდენტში არცერთი მხარე არავისადანაშაულებს, დისკუსიის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული ფაქტი კრიმინალური შემთხვევა იყო.
“ჩვენ ყველანი ერთად შევთანხმდით, რომ მოხდა კრიმინალი. ეს ამ შეხვედრაზე გაირკვა და მე მინდა მადლობა ვუთხრა სალაფიტების წარმომადგენლებსაც, უხეცესთა საბჭოსაც და არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, რომ ამას ბოლოს და ბოლოს ნათელი მოეფინა“,- განაცხადა სოფიო შამანიდმა.
პრეზიდენტის მრჩეველმა აღნიშნა, რომ მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან დროული რეაგირება მოხდა და ამ ეტაპზე მუშაობა რამდენიმე ვერსიაზე მიმდინარეობს.
“მინდა მოგიწოდოთ ყველას, რომ დაველოდოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ყოველდღიურ კავშირშია თავად მინისტრთან. ისინი რამდენიმე ვერსიაზე მუშაობენ და მე დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც გაირკვევა ვინ ჩაიდინა კრიმინალი, ნათელი გახდება, რომ არანაირირელიგიური ელფერი ამ ინციდენტის უკან არ არის”,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ სოფიო შამანიდმა.