სოსო ოხანაშვილი: მიქაელ ბოტკოველმა იცრუა, მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ საპატრიარქოში არ ვიმყოფები
პატრიარქის დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოს პრესმდივნის მამა მიქაელ ბოტკოველის დღევანდელ განცხადებას სიცრუეს უწოდებს და აცხადებს, რომ ის ამ დრომდე, თანამდებობაზე რჩება.
მისივე განმარტებით, საქმესთან დაკავშირებით, უახლოეს დღეებში სპეციალურ ბრიფინგს გამართავს.
„მინდა გაცნობოთ, რომ მიქაელ ბოტკოველმა იცრუა, მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ მე არ ვიმყოფები საპატრიარქოში. გერმანიიდან ჩამოსვლის დღიდან, საპატრიარქოში ვარ და ჩემს მოვალეობას ვასრულებ. ამ დღეებში, ბრიფინგს გავმართავ და ჩემი გადაწყვეტილების შესახებ გაცნობებთ. ასევე, ვისაუბრებ საქმის ვითარებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
საპატრიარქოს პრესმდივანმა მამა მიქაელ ბოტკოველმა დღეს განაცხადა, რომ პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსი კათოლიკოს-პატრიარქის გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ, საპატრიარქოში არ გამოჩენილა.