სოციალურად დაუცველი ბავშვების თხოვნები თოვლის ბაბუას!!!

????”მამა და ბაბუა ცუდად მყავს. პენსია მხოლოდ ბაბუას აქვს. გთხოვთ, ახალ წელს ნაძვისხე გამომიგზავნოთ. ასევე, თბილი კაშნი და ქუდი მინდა. ”
/გიორგი სირაძე. ჩოხატაური, ს.გორაბერეჟოული/

????”მე ვარ ნიკოლოზ ჯაში. 4 წლის. ვცხოვრობ ს.სამებაში. მინდა დიდი ნაძვისხე,ლამაზი სათამაშოებით და ნათურებით. კიდევ ლამაზი ზღაპრების წიგნი, ტკბილეული და დიდი სათამაშო მანქანა.”

????”ჩემს დედიკოს არ აქვს სარეცხი მანქანა, ის კი არა, არც წყლის ტუმბო აქვს, რომ ჭიდან წყალი ამოიღოს. სულ სცივა ხელებზე. როცა ჭიდან წყალს ვედროთი იღებს.განსაკუთრებით ზამთარში. იქნებ გვიყიდო. სათამაშოები კი გვაქვს.”
/ქეთინო ცინარიძე. ოზურგეთი,ს.ჭანიეთი/

????”გამარჯობა თოვლის ბაბუა! 20 ოქტომბერს შეგვეძინა პატარა ნიკოლოზი. მე მეოთხე კლასში ვსწავლობ, სერგო-მეორეში, გიორგი და მარიამი კი ბაღში არიან. მამა უმუშევარია. დედა ჯანმრთელობას უჩივის. 7 სულიანი ოჯახი ვცხოვრობთ 1ოთახიან სახლში. ჩემი დიდი სურვილია, დედიკოს სახლში დამხმარედ ჰყავდეს სარეცხი მანქანა.”
/ლალი კვანჭიანი. ლანჩხუთი,ს.მამათი/

????”მე ვარ საბა მამალაძე, 11 წლის. ვცხოვრობ ოზურგეთში,ს.ნაგომარი. ჩემი ოჯახი მრავალშვილიანია და სოციალურად დაუცველი. გთხოვთ, ამისრულეთ ერთადერთი სურვილი, ტელევიზორი არ მაქვს. პირველად გწერ, მეტს არ შეგაწუხებ.”

????”ვარ 11 წლის. ვცხოვრობთ ქირით. გთხოვთ, გამიხაროთ გული და საახალწლოდ თოვლის ბაბუამ გამომიგზავნოს ტელევიზორი.”
/მარიამ ღვინიანიძე, ლანჩხუთი, ჟორდანიას #100/

????”ჩვენ ვართ სამი და: მარიამი,ნინო და თამარ სოროზანაშვილები. ვართ სოც.დაუცველები,ვიმყოფებით პენსიონერ ბებოსთან. ჩვენი ოცნებაა გვქონდეს ტელეფონი,რომლითაც დავინახავთ ჩვენს მშობლებს. აგრეთვე, დაიკოსთვის ტკბილეული და მედიკამენტები.”

????”მე ვარ ნინო ჯინჭარაძე, მრავალშვილიანი ოჯახიდან, 11 წლის, ვცხოვრობ ს.ჯვარცხმაში. დედაჩემს სიცივემ ხელები დაუსუსხა და სურვილი მაქვს მქონდეს სარეცხი მანქანა.”

????”მე ვარ დემეტრე დოლიძე, 11 წლის, ს.ჯვარცხმადან. დედამ გაიკეთა ხერხემლის ოპერაცია და არ შეიძლება მისი დატვირთვა. ყველასთან მალულად გადავწყვიტე მომეწერა, მინდა რომ მომიტანოთ სარეცხი მანქანა, რათა დედას საქმიანობა შევუმსუბუქო.”

????”ამ წერილს გწერ სურებიდან. ვარ 6 წლის. ძალიან მინდა ველოსიპედი. იქნებ თქვენამდე მოვიდეს ეს წერილ და გამახაროთ.”
/გიორგი ტრაპაიძე/

????”ჩვენ მე-4 კლასელები ვართ. კლასში გვყავს სოციალურად შეჭირვებული, ძალიან კეთილი მეგობარი ბადრი გიორგაძე. უკვე მეორე წელია, ოჯახიდან წავიდა ბადრის დედა. ჩვენ გვინდა ბადრი საახალწლოდ გავახაროთ და სურვილის ახდენაში დავეხმაროთ. მას პულტიანი მანქანა უნდა. ძალიან გთხოვთ, გამოუგზავნოთ. მადლობა.”
/ელენე,ანასტასია,სალომე,ანა,გიორგი. ჩოხატაური, ს.გუთური/

????”მე ვარ ანზორ სიხარულიძე. 12 წლის. ვცხოვრობ ს.გოგოლესუბანში. მე და ჩემი ძმა დედამ მიგვატოვა და ბებია გვზრდის. ეკონომიურად გვიჭირს. ყოველგვარ საჩუქარზე თანახმა ვარ. მაგრამ მინდა ბებოს ტვირთი შევუმსუბუქოთ და მოგვიტანოთ სურსათ-სანოვაგე..”

Comments
Loading...