სტალინი:ხალხი, რომელიც ყუთში საარჩევნო ბიულეტენებს ყრის, ვერაფერს ვერ წყვეტს. ყველაფერს ის წყვეტს ვინც ამ ბიულეტენებს ითვლის.
იოსებ ბესარიონის ძე სტალინი (რუს. Ио́сиф Виссарио́нович Ста́лин, ნამდვილი გვარი — ჯუღაშვილი; დ. 6 (18) დეკემბერი (ოფიციალური ვერსიით 9 (21) დეკემბერი), 1878, გორი — გ. 5 მარტი, 1953, მოსკოვი) — საბჭოთა რევოლუციონერი, პოლიტიკური, სამხედრო და პარტიული მოღვაწე. კომუნისტური პარტიის, საბჭოთა სახელმწიფოს, საერთაშორისო კომუნისტური და მუშათა მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მარქსიზმ-ლენინიზმის თეორეტიკოსი და პროპაგანდისტი. სკკპ წევრი 1898 წლიდან გარდაცვალებამდე.
MPRESS.GE სტალინის ცნობილ გამონათქვამებს გთავაზობთ:
კაპიტალისტები მაშინ მოგვყიდიან თავიანთ თოკებს, როცა ჩვენ მათ ჩამოსახრჩობად ეშაფოტზე ავიყვანთ.
ერთი კაცის სიკვდილი ტრაგედიაა, მილიონის სიკვდილი − სტატისტიკა.
ადამიანი თავის ძალაუფლებას ავრცელებს იმ რადიუსით, სადამდეც მისი ჯარი გაწვდება.
სრულიად საკმარისია ხალხმა იცოდეს მხოლოდ ის, რომ არჩევნები ჩატარდა. ხალხი, რომელიც ყუთში საარჩევნო ბიულეტენებს ყრის, ვერაფერს ვერ წყვეტს. ყველაფერს ის წყვეტს ვინც ამ ბიულეტენებს ითვლის.
რომ აშენო, უნდა იცოდე, რომ იცოდე − უნდა ისწავლო.
მინისტრები მოდიან და მიდიან, ხალხი კი − რჩება.
გულწრფელი დიპლომატი ისე ჟღერს, როგორც მშრალი წყალი ან ხის რკინა.
ისტორია ცხადყოფს, რომ დაუმარცხებელი არმიები არ არსებობენ.
ერთი რამისა მწამს მხოლოდ – ადამიანთა ძალაუფლების ჟამის დადგომისა.
მე საკუთარ თავსაც კი არ ვენდობი.
იდეა იარაღზე ძლიერი იარაღია. ჩვენ არ ვაძლევთ მტერს იარაღის ქონის ნებას და რად უნდა მივცეთ იდეების ქონის უფლება?
თუ რომელიმე საგარეო საქმეთა მინისტრი კბილებით იცავს „მშვიდობიან კონფერენციას“, უეჭველია მისმა მთავრობამ უკვე შეუკვეთა ახალი საბრძოლო გემები და თვითმფრინავები.
საბჭოთა არმიაში უკანდახევას მეტი სიმამაცე სჭირდება, ვიდრე შეტევას.
ვინც არჩევნებში ხმას აძლევს ამა თუ იმ პარტიას, არაფერს წყევტს. ყველაფერს წყვეტენ ისინი, ვინც ითვლიან ამ ხმებს.
ნამდვილი ძალა გრძელი შაშხანიდან მოდის.
რევოლუციას აბრეშუმის ხელთათმანებით ვერ მოაწყობ.
მწერალი ადამიანის სულის ინჟინერია.
სიკვდილი ყველა პრობლემას წყვეტს. არ არის კაცი, აღარაა პრობლემა.
„ამონაბეჭდი“ ყველაზე მძლავრი იარაღია ჩვენს პარტიაში.