სტამბოლის აეროპორტში მომხდარ ტერაქტთან კავშირში ეჭვმიტანილი 13 პირი დააკავეს

სტამბოლის ათათურქის აეროპორტში მომხდარ ტერაქტთან კავშირში ეჭვმიტანილი 13 პირი დააკავეს.

ამის შესახებ თურქული მედია იტყობინება.

მათი ცნობით, დაკავებულთაგან სამი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

როგორც ცნობილია, დღეს დილით, პოლიციამ ჩხრეკა 16 მისამართზე ჩაატარა, რა დროსაც ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილები დააკავეს.

ბოლო ინფორმაციით, 28 ივნისს, სტამბოლის ათათურქის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შედეგად 42 ადამიანი დაიღუპა, 239 კი დაშავდა.

ამ დრომდე, ტერაქტზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

Comments
Loading...