თურქეთში, სტამბოლის ცნობილ ღამის კლუბში „რეინა“ მომხდარ თავდასხმას 35 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 40-მდე დაშავდა.
როგორც CNN Turk იტყობინება, სტამბოლის მერის ინფორმაციით, შემთხვევას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.
მათივე ინფორმაციით, შეიარაღებული თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც 800-მდე ადამიანი ღამის კლუბში ახალი წლის დღესასწაულს აღნიშნავდა.
უცნობია თავდამსხმელების რაოდენობა, თუმცა როგორც CNN Turk წერს, კლუბში ორი შეიარაღებული თავდამსხმელი სანტა-კლაუსის ფორმებში იყო გამოწყობილი.
არსებული ინფორმაციით, სროლის დაწყების შემდეგ, ადამიანების დიდმა ნაწილმა კლუბიდან გარეთ გაქცევა და მიმალვა მოახერხა.