სტამბოლში მერის მოადგილეს თავში ტყვია ესროლეს

​სტამბოლის შიშლის რაიონის მერის მოადგილეს ჯემილ კანდასს მუნიციპალურ შენობაში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, თავის არეში ჭრილობა მიაყენეს. ამის შესახებ ადგილობრივი ტელეარხი NTV იუწყება.

​მედიის ცნობით, უცნობი პირი მის კაბინეტში შევიდა და გაისროლა.

მერის მოადგილის მდგომარეობა კრიტიკულია.

უცნობია, უკავშირდება თუ არა მომხდარი ფაქტი თურქეთში ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე მოვლენებს.

Comments
Loading...