სტამბოლში მომხდარ მორიგ აფეთქებას სულ მცირე ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთის ცენტრში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

BBC-ის ინფორმაციით, აფეთქება ტურისტებით სავსე ტერიტორიაზე მოხდა, რის შედეგადაც, 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. მათ შორის, რამდენიმე მოქალაქის მდგომარეობა მძიმეა.

არსებული ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა.

გასულ შაბათს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მომხდარ აფეთქებას 37 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ქურთისტანის მუშათა პარტიამ აიღო.

Comments
Loading...