სტამბულში მეტროსადგურზე აფეთქება მოხდა, არის მსხვერპლიც
რამდენიმე წუთის წინ აფეთქება მოხდა თურქეთის დედაქალაქში.
არსებული ინფორმაციით, აფეთქება მეტროსადგურ ბაირამ ფაშასთან ახლოს, ადგილობრივი დროით 17.15 საათზე მოხდა.
BBC-ის ცნობით დაღუპულია ერთი ადამიანი. ასევე დაშავდა რამოდენიმე მეტროსადგურ “ბაირამფაშაზე” მყოფი პირი
ადგილობრივი მედიასაშუალებების ინფორმაციით, აფეთქება ძლიერი იყო. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები.
მომხდარისთვის ტერორისტული თავდასხმის კვალიფიკაცია ამ დროისთვის არ მიუნიჭებიათ.