სტეფ კარი:”ზაზა ფაჩულია “გოლდენში” საუკეთესო მაჩვენებლებს აფიქსირებს”

მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო კალათბურთელმა, სტეფ კარიმ ზაზა ფაჩულიას დაბრუნებაზე ისაუბრა.

“მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ზაზა ფაჩულია გუნდს კიდევ უფრო მეტს სიახლეს შემატებდა და არ იქნებოდა ბოგატის წასვლის შემდეგ ფარი დაუცველი. ის მწვრთნელის ყველა დავალებას იდეალურად ასრულებს და მისი და დევიდის დაბრუნება, თან ერთად, დიდი შვებაა პლეი-ოფის წინ. საინტერესოა და მგონი სწორედ “გოლდენში” აგროვებს ის კარიერის საუკეთესო მაჩვენებლებს დაცვითი კუთხით”, – განაცხადა კარიმ.

შეგახსენებთ, რომ ზაზა მოედანს 1 თვიანი ტრავმის შემდეგ გუშინ, “კლიპერსთან” მატჩში დაუბრუნდა და 6 ქულა, 4 მოხსნა, 1 ჩაჭრა, 1 პასი და 4 ბლოკი გააკეთა. 4 ბლოკი მის კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია.

 

fexburti.ge

Comments
Loading...