სტივენ ვულფი: ევროკავშირისთვის საქართველო საფრთხის შემცველია

ევროპარლამენტში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლის სტივენ ვულფის განცხადებით, ევროკავშირისთვის თურქეთთან მოსაზღვრე ქვეყანა საფრთხის შემცველია.

როგორც ვულფმა პლენარულ სესიაზე ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვისას სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დამტკიცება დიდი შეცდომა იქნება.

„როცა ქალბატონმა მერკერმა უზარმაზარი შეცდომა დაუშვა, გერმანიის კარები რომ გაუღო, შესაბამისი შემოწმების გარეშე, ყველა მსურველს,  ჩვენ ახლა ვიმკით ამ შედეგებს. თურქეთან მოსაზღვრე ქვეყანა საფრთხის შემცველია. ქართულმა  გაზეთმა „რეზონანსმა“ განაცხადა, რომ 600-700 ტერორისტი იყენებს საქართველოს, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას ისლამურ სახელმწიფოში. მოდით, ნუ დავუშვებთ მსგავს შეცდომას”, – განაცხადა სტივენ ვულფმა.

კენჭისყრა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით რამდენიმე წუთში დაიწყება. მას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ესწრება.

epn.ge

Comments
Loading...