“სტრასბურგის სასამართლომ მერაბიშვილი პოლიტიკურ პატიმრად ცნო”

სტრასბურგის სასამართლომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.

როგორც მერაბიშვილის ადვოკატმა ოთარ კახიძემ განაცხადა, სასამართლომ მერაბიშვილი პოლიტიკურ პატიმრად ცნო.

„მინდა, ვანო მერაბიშვილის ყველა გულშემატკივარს მივულოცო, ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ისტორიაში, როდესაც დადგინდა კონვენციის მესამე მუხლის დარღვევა, ეს არის მეშვიდე საქმე – ეს არის უიშვიათესი საქმე. ევროპის სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილს დაუსაბუთებლად შეეფარდა პატიმრობა, დაუსაბუთებლად გაუგრძელდა წინასწარი პატიმრობა და რაც ყველაზე მთავარია, სასამართლომ გაითვალისწინა პოლიტიკური კონტექსტი, სასამართლოს გადაწყვეტილებიდან იკითხება რომ ის არის პოლიტიკური პატიმარი“
, – განაცხადა ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა ოთარ კახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

Comments
Loading...