სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
„ტემპერატურის მატებასთან ერთად იზრდება სურსათით ინტოქსიკაციის რისკი. განსაკუთრებით საშიშია არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში მაღალი რისკის შემცველი სურსათის – ხორცის და ხორცპროდუქტების, თევზის, რძის და რძის ნაწარმის, კვერცხის, მალფუჭებადი საკონდიტრო პროდუქტების შეძენა.
სურსათის ეროვნული სააგენტო გაფრთხილებთ, არასათანადო პირობებში განთავსებული სურსათი საფრთხეს უქმნის თქვენს ჯანმრთელობას”,- აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.