სუს-ის მიერ “ISIS”-სთან შესაძლო კავშირის გამო დაკავებულ ოთხივე პირს პატიმრობა შეეფარდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ “ისლამურ სახელმწიფოსთან” შესაძლო კავშირის გამო დაკავებულ ოთხივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

დაცვის მხარემ დაკავებულებისთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

ბრალდებილების ადვოკატები მოსამართლეს სთავაზობდნენ გირაოს თანხის ოდენობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება თავად მიეღოთ, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ოთხივე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა “ისლამურ სახელმწიფოსთან” შესაძლო კავშირის ბრალდებით 4 პირი დააკავა.

სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილემ ლევან იზორიამ განაცხადა, რომ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ამოღებულ იქნა “ისლამური სახელმწიფოს” მიკუთვნებული დროშები, ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა ნივთები.

მისივე განმარტებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში დაქირავებულის შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 410-ე მუხლის მესამე ნაწილით.

წინასასამრთლო სხდომა 21 იანვარს ჩაინიშნა.

წყარო
www.sazogadoeba.ge

Comments
Loading...