სუს-ის წარმომადგენლებმა დაღუპული თანამშრომლების ოჯახის წევრებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების საპასუხოდ, რუსეთიდან 35 ამერიკელი დიპლომატის გაძევების შესახებ, სერგეი ლავროვის შეთავაზებას უპასუხა.
პუტინის თქმით, ის ქვეყნიდან არავის გაძევებას არ აპირებს. როგორც პუტინმა განაცხადა, ობამას გადაწყვეტილება პროვოკაციაა, თუმცა რუსეთი მსგავს სატყუარას არ წამოეგება.
ამის შესახებ კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.
„აშშ-ის ადმინისტრაციის ხალი არამეგობრულ ნაბიჯს პროვოკაციად ვაფასებთ, რომელიც მიზნად ისახავს აშშ-რუსეთის მომავალი ურთიერთობების რღვევას. ეს აშკარად ეწინაღმდეგება როგორც რუსი, ასევე ამერიკელი ხალხის ინტერესებს, რასაც მთელი რიგი კომპლექსური საერთაშორისო ურთიერთობების დაზარალება შეუძლია“ – ნათქვამია პუტინის განცხადებაში.
მისი თქმით, რუსეთი არ დაეშვება „უპასუხისმგებლო დიპლომატიის“ დონეზე და შეეცდება რუსულ-ამერიკული ურთიერთობების აშენებას იმ პოლიტიკის საფუძველზე, რომელსაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გაატარებს.
„სამშობლოში დაბრუნებული რუსი დიპლომატები დღესასწაულს საკუთარი ახლობლების გარემოცვაში, სახლში გაატარებენ. ჩვენ არ შევუქმნით პრობლემას ამერიკელ დიპლომატებს. ჩვენ არავის გავაძევებთ. უფრო მეტიც, რუსეთში აკრედიტებულ ყველა ამერიკელი დიპლომატის ბავშვებს, კრემლში, საახალწლო ნაძვის ხეზე ვიწვევ.
სამწუხაროა, რომ პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციამ მუშაობა ამ გზით დაასრულა, მიუხედავად ამისა, ვულოცავ მასა და მის ოჯახს დამდეგ ახალ წელს.
ვულოცავ არჩეულ პრეზიდენტსა და ამერიკელ ხალსაც!
გისურვებთ ყველას კეთილდღეობას