ჭიათურაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ოთხი წლის ბავშვი გარდაიცვალა

ჭიათურაში სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად, ოთხი წლის ბავშვი გარდაიცვალა, ხოლო მეორე მოზარდი სხეულის მძიმე დაზიანებები აღენიშნება.

როგორც „ინფო 9“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

არსებული ინფორმაციით, მძღოლს სატვირთო ავტომობილი დაუცურდა და მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ ბავშვებს დაეჯახა.

რაც შეეხება დაშავებულ მოზარდს, არსებული ინფორმაციით, მეორე კლასის მოსწავლე სხეულის მძიმე დაზიანებებით თბილისში გადმოიყვანეს.

Comments
Loading...