ჭუბერში დაკარგული გოგონები ქობულეთში იპოვეს

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში გაუჩინარებული ორი მოზარდი გოგონა დღეს, ქობულეთში იპოვეს.

აღნიშნული ინფორმაცია Prime Time News_ს შსს_ში დაუდასტურეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გოგონები კარგად არიან და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. სხვა ინფორმაციას მომხდარის შესახებ შსს არ ავრცელებს.

გუშინ, Prime Time News-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ადგილობრივები საუბრობდნენ, რომ გოგონები სახლიდან გაიპარნენ.

Comments
Loading...