ტერაქტებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

„Israel News Flash“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბრიუსელში განხორციელებული ტერაქტების სერიაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ისმალურმა სახელმწიფომ“ აიღო.

უცხოური მედიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბრიუსელის აეროპორტში და მეტროში მომხდარი ტერაქტების სერიის უკან დაჯგუფების ტერორისტები დგანან.

აფეთქებების საფრთხის გამო, ბრიუსელში ტერორიზმის უმაღლესი, მეოთხე დონეა გამოცხადებული.

ევროპის ქვეყნებმა აეროპორტებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს და საზღვრებზე კონტროლი გაამკაცრეს.

ბოლო მონაცემებით, ბრიუსელში, აეროპორტსა და მეტროსადგურებში მომხდარ ტერაქტებს 30 ადამიანი ემსხვერპლა, 80 ადამიანი კი დაშავდა.

წყარო:pia.ge

Comments
Loading...