ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის ხელმძღვანელის პოსტზე გედევან ფოფხაძის კანდიდატურა განიხილება

პარლამენტს საგაზაფხულო სესიაზე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელის არჩევა მოუწევს.

მეცხრე მოწვევის პარლამენტში აღნიშნული თანამდებობა ამ დრომდე ვაკანტურია, თუმცა, საშემოდგომო სესიის რიგგარეშე სხდომების კვირაში, უმრავლესობამ ბიუროს სხდომას ხელმძღვანელის არჩევის წინადადებით მიმართა.

კომისიის ხელმძღვანელის ვინაობა ოფიციალურად ჯერჯერობით არ დასახელებულა, თუმცა “ინფო 9”-ის ინფორმაციით, აღნიშნულ პოსტზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გედევან ფოფხაძის კანდიდატურა განიხილება.

წინა მოწვევის პარლამენტში, აღნიშნული კომისიის თავმჯდომარე გია ვოლსკი იყო, რომელიც პარალელურად, ფრაქცია “ქართული ოცნების” ხელმძღვანელის პოსტს ითავსებდა.

Comments
Loading...