ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებულების საქმეზე დღეს მორიგი პროცესი იმართება
ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებულების საქმეზე დღეს მორიგი პროცესი იმართება. პროკურატურა მოწმეთა დაკითხვას განაგრძობს. სავარაუდოდ, საქმეში არსებული ფარული აუდიო-ვიდეოჩანაწერების ჩვენებაც გაგრძელდება. აიუფ ბორჩაშვილსა და კიდევ სამ პირს ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანების მიზნით პირების გადაბირებას, ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას ედავებიან.